Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ წინ ძალიან რთული ტესტი გველოდება“

მილანის უკანახაზელმა სიმონ კიაერმა ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ტრანსლაციის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„გასულ სეზონში ატალანტას წინააღმდეგ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩს გამართვა მოგვიწია და საბედნიეროდ დამღლელი სეზონის ბოლოს პოზიტიურ შედეგს მივაღწიეთ. დღეს კიდევ ერთი ტესტი გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს პრობლემებს უქმნის, თუმცა ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ხარისხიანი გუნდი გვყავს და 3 ქულის მოპოვება ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეგვიძლია.

„საბედნიეროდ ტრავმა საბოლოოდ მოვირჩინე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა აქ არ ვიქნებოდი. სამწუხაროდ გასული წელს დატვირთული სეზონის და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტრავმები გარდაუვალია, მაგრამ ახლა მე თავს კარგად ვგრძნობ.

„ატლეტიკოსთან მატჩი ? ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალიან კარგი 30 წუთი ჩავატარეთ, შემდეგ კი მცირე ეპიზოდებმა თამაშის მსვლელობა რადიკალურად შეცვალა.

„ცუდი შედეგის მიუხედავად, მილანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ განვითარების სწორ გზაზე ვართ.“