Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი 20 დღე იუქმებს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სიმონ კიაერს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა და მას მინიმუმ 3 მატჩი გაუცდება.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის დაბრუნებას დაახლოებით 20 დღეში ვარაუდობენ და სავარაუდოდ ის 21 თებერვალს გასამართი დერბისთვის პიოლის განკარგულებაში იქნება.

კიაერის ტრავმა მილანის ახალწვეულისთვის თავის წარმოჩენის კარგი შანსია, რადგან დიდი ალბათობით პიოლი ძირითადში ფიკაიო ტომორის დააყენებს.