Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი მილანის რადარზე

Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინი კიდევ ერთი ჰაუგეს მსგავს ტრანსფერს გეგმავს და ამჯერად მათი სამიზნე ბელგიაში ასპარეზობს.

როსონერის სამიზნე ბრიუგეს გამთამაშებელი, ჩარლს დე კატელაერია, რომლის გაფორმებითაც მილანის გარდა ატალანტაც ინტერესდება.

ბრაჰიმ დიასის და ჰაკან ჩალჰანოღლუს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და გუნდს ახალგაზრდა გამთამაშებელი აუცილებლად სჭირდება, თუმცა ისეთი, რომლის გაფორმებაც შედარებით იაფი დაჯდება.

19 წლის ფეხბურთელი შესანიშნავად არა მხოლოდ ბელგიის შიდა ჩემპიონატში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც აჩვენებს და მისი დახმარებით ბრიუგე ლაციოს გამოთიშვასთან ძალიან ახლოს იყო.

კაეტელაერის კონტრაქტი ბრიუგესთან 2023 წლის 30 ივნისს იწურება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ევროა. როსონერი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში გეგმავს, რომ ევროპული გრანდებიდან კონკურენცია თავიდან აიცილოს.