კიდევ ერთი ახალგაზრდა ფორვარდი მილანის რადარზე

მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დიდი ალბათობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს და მილანი მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობს.მათი მთავარი სამიზნე მადრიდის რეალის ლუკა იოვიჩია,თუმცა ესპანელები ფეხბურთელს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებენ და როსონერი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

Radio Rossonera-ს მტკიცებით,ერთ-ერთი ასეთი სასუოლოს მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელი ჯანლუკა სკამაცაა,რომელიც ამჟამად იჯარის წესით ასკოლიში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში 12 გოლის გატანა უკვე მოახერხა.მილანის მთავარი სკაუტი,ჯოფრი მონკადა ფეხბურთელის მონაცემების დიდი თაყვანისმცემელია.

Calciomercato-ს მტკიცებით,მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მილანი კიდევ ერთ ახალგაზრდა,21 წლის ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს არის.

რაფაელ ლეაოს მილანში კარგი სეზონი ნამდვილად არ აქვს და სხვადასხვა წყაროს მტკიცებით,გუნდი სასუოლოს ლეაო-სკამაცას გაცვლას შესთავაზებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.