Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი იუვენტუსის რადარზე

იუვენტუსი მომავალ ზაფხულში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის, ანხელ დი მარიას გაფორმებას შეეცდება, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი ივნისში ეწურება.

არგენტინელი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდში 4 წლის წინ მივიდა და 4 ლიგა 1-ის და 4 საფრანგეთის თასის მოგება მოახერხა, გასულ სეზონში კი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.

CalcioMercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ვეტერან ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი იტალიაშიც მისცეს. წყაროს ინფორმაციით, პსჟ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ტურინელებს დი მარიასთან კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყება უკვე იანვარში შეეძლება.

აქვე მოგახსენებთ, რომ იუვენტუსი უფასოდ კიდევ ერთი ფეხბურთელის, არკადიუშ მილიკის გაფორმებას გეგმავს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.