Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიდევ ერთი მცველი მილანის რადარზე

როსონერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე აქტიურობას განაგრძობს. ერთდროულად რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ გუნდი გლიმტიდან ნორვეგიელ ჰაუგეს იფორმებს, თუმცა დიავოლოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია და გუნდის ხელმძღვანელობა მის მოგვარებაზე მუშაობს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანმა მანჩესტერ იუნაიტედს მარჯვენა უკანახაზელის, დიეგო დალოტის ტრანსფერზე მიმართა. როსონერის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა წითელ ეშმაკებს 21 წლის პორტუგალიელის გაყიდვა ახლავე სურთ. წყაროს ინფორმაციით, მილანში მცველის მისვლა ლუკას პაკეტას წასვლასთან პირდაპირ კავშირშია და თუ გუნდი ბრაზილიელის გაყიდვას ვერ მოახერხებს, პიოლის ახლანდელი შემადგენლობით მოუწევს ფონს გასვლა.