Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიდევ ერთი ტალანტი მილანის რადარზე

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტა და მილანი ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის იბრძვიან.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ორივე გუნდი ბრიუგეს 20 წლის გამთამაშებლის ჩარლს დე კეტელაერის ტრანსფერით ინტერესდება.

ახალგაზრდა ბელგიელის სიმაღლე 1.92 მეტრია, მაგრამ ამის მიუხედავად ის ძალიან სწრაფი და ტექნიკური გახლავთ. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

წყაროს ინფორმაციით, ბრიუგე ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.