Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიდევ ერთი ჩალჰანოღლუს პოტენციური შემცვლელი მილანის რადარზე…

ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლის შემდეგ, როსონერის მის შემცვლელად არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს. ნიკოლა ვლაშიჩის, იოსიპ ილიჩიჩის, ხამეს როდრიგესის, ისკო და სხვა რამდენიმე ფეხბურთელის შემდეგ, ამ სიას დორტმუნდის იულიან ბრანდტი შეუერთდა.

25 წლის ფეხბურთელს, რომელსაც რიკი მასარა უკვე დიდი ხანია აკვირდება, როგორც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

MilanNews-ის ინფორამციით, გერმანელები ნახევარმცველს 25 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა ამ მომენტისთვის მის იჯარით გაშვებას არ აპირებენ.

მილანის გარდა, ფეხბურთელს მაურიციო სარის ლაციოც აკვირდება და გუნდიდან ხოაკინ კორეას წასვლის შემთხვევაში, ლაციალე მის დამატებას შეეცდება.