Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიევო და ნოვარა გაკოტრების პირას არიან…

სერია ა-ს ყოფილი გუნდები კიევო და ნოვარა გაკოტრებასთან ახლოს არიან, რადგან კალჩოს წარმომადგენლებმა მათი ჩემპიონატებზე მათ ფინანსური სიტუაციის გამო დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს.

კიევომ მომდევნო სეზონი სერია ბ-ში, ნოვარამ კი სერია ც-ში უნდა გაატაროს, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ფინანსური სტაბილურობის გარანტია ვერ დაადასტურეს, რის გამოც მათ თამაშის საშუალება არ ექნებათ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გუნდებს ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის 30 ივლისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გაკოტრება ოფიციალურად გარდაუვალია…