Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზასთვის სეზონი დასრულდა…

ცოტა ხნის წინ იუვენტუსის შემტევი ფედერიკო კიეზა J Medical-ს ეწვია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.

სამწუხაროდ, იუვენტუსის სამედიცინო შტაბის შიში გამართლდა და მას მარცხენა ფეხის მუხლის მყესის დაზიანება დაუდასტურდა.

კიეზას ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება და ფედე მოედანზე დაახლოებით 6 თვის შემდეგ დაბრუნდება…