Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას იუვენტუსში გადასვლა სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე არაერთი გუნდი გააქტიურდა, თუმცა ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი ყველა წინადადებას უარით ისტუმრებს და კარიერის გაგრძელება მხოლოდ იუვენტუსში სურს.

კიეზას შეძენის წინააღმდეგი არც თავად ტურინული გრანდია და გუნდის ხელმძღვანელობა ცდეილობს, რომ ფიორენტინას პრეზიდენტი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე დაითანხმოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.