Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას იუვენტუსში ტრანსფერი დუგლას კოშტაზეა დამოკიდებული

Repubblica და Tuttojuve ავრცელებენ ინფორმაციას, რომ იუვენტუსი ფიორენტინას ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ ახალ წინადადებას უმზადებს.

ტურინელებს ახალგაზრდა იტალიელის გაფორმება 2-წლიანი იჯარით სურთ, რის სანაცვლოდაც 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, შემდგომში კი ფეხბურთელის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.

გამოცემა Tuttosport-ის მტკიცებით კი იუვენტუსი კიეზას შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს დუგლას კოშტა დატოვებს…