Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა ?

იუვენტუსი და მილანი ფედერიკო კიეზას გაფორმებისთვის იბრძვიან, თუმცა როგორც ჩანს, ტურინელები ამ ბრძოლაში გამარჯვებულები გამოვლენ.

ფლორენციული გამოცემა Corriere Fiorentina-ს მტკიცებით, დღეს დილით მილანის მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლისა და კიეზას შორის სატელეფონო საუბარი შედგა და იტალიელი სპეციალისტი შეეცადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მილანში გადასვლაზე დაერწმუნებინა, თუმცა ფეხბურთელმა უთხრა, რომ მისი იუვეში ტრანსფერი ბოლო სტადი.

იმავე წყაროს ცნობით, კიეზამ უარით მანჩესტერ იუნაიტედიც გაისტუმრა და მას იუვეში გადასვლა სურს.