Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას იუვენტუსში ტრანსფერი კვლავ შესაძლებელია

გერმანიული მედიის ინფორმაციით, რომელიც ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა, დუგლას კოშტა მიუხენის ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

ბრაზილიელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერს იჯარის წესით შეუერთდება და გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

კოშტას გარდა, ტურინის დატოვებასთან ახლოს არის მატია დე შილიოც, რომელიც კარიერას დიდი ალბათობით ლიონში გააგრძელებს. კოშტას მსგავსად, დე შილიო ლიონს მშრალი იჯარით შეუერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ლიონს ექნება იტალიელი უკანახაზელის გამოსყიდვის შესაძლებლობა.

შემადგენლობიდან 2 ფეხბურთელის გაშვების შემდეგ, ტურინელებს ფედერიკო კიეზას გასაფორმებლად ადგილი უჩნდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, იუვე და ფიორენტინა ფედერიკოს ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი ტურინელებს იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ბიანკონერის საერთო ჯამში 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც 4 წლის განმავლობაში დაფარავს.