Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზას ტრავმა კულუშევსკის იუვედან წასვლას ბლოკავს

ფედერიკო კიეზას ტრავმამ, რომელიც მან გუშინ, რომასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, იუვენტუსის შვედ ვინგერს დეიან კულუშევსკის ტურინულ გრანდში დარჩენის შანსი გაუჩინა.

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ კიეზას მარცხენა ფეხის მუხლის იოგების დაზიანება დაუდასტურდა და მას ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. სამწუხაროდ კიეზა მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს, ამიტომ გუნდიდან კულუშევსკის წასვლა გამოირიცხა.

იტალიურ მედიაში ახალგაზრდა შვედი ტალანტის მიმართ ინგლისური გუნდების ინტერესზე უკვე დიდი ხანია იწერება, მაგრამ ის ტურინში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.