Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას ფიორენტინას დატოვება სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას ფიორენტინას დატოვება აქვს გადაწყვეტილი და თავისი სურვილის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

გამოცემის მტკიცებით, კიეზას კარიერის გაგრძელება სერია ა-ს რომელიმე გრანდში სურს და ამ ეტაპზე მისი გაფორმების ყველაზე რეალური კანდიდატები მილანი და იუვენტუსი არიან.

მილანს ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაფორმება მხოლოდ იჯარით შეუძლია, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, იუვენტუსი კი ფულის მოსაძიებლად დუგლას კოშტას გაყიდვას ცდილობს და არ არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ფედერიკოს ტრანსფერში ჩართოს, თუმცა პირველ რიგში ფიორენტინაში გადასვლაზე კოშტას დარწმუნება მოწევს.