Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზას შემდეგ, ფიორენტინა მილენკოვიჩსაც დაკარგავს ?

ფიორენტინამ ფედერიკო კიეზა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაკარგა. იტალიელი გარემარბი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.

იებმა მოახერხეს და ნიკოლა მილენკოვიჩი, რომელიც მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, გუნდში შეინარჩუნეს, თუმცა…

22 წლის ფეხბურთელს ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში უმთავრდება, მილენკოვიჩი კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ დიავოლომ მისი გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადოს, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ ფიორენტინას მილენკოვიჩის გაყიდვა ბევრად იაფად მოუწევს.