კიეზას შესანიშნავი შედეგი
იუვენტუსმა სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირებაში მილანის 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და სან სიროზე 3 – 1 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდაოდ ფედერიკო კიეზა გახდა, რომელმაც როსონერის კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.
იუვენტუსის ახალწვეულმა ტურინელთა მაისურით 20 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც იგივე რაოდენობაა, რაც დუგლას კოშტას (4 გოლი 54 მატჩში) და ფედერიკო ბერნარდესკის (2 გოლი 55 მატჩში) ერთად აღებული გოლების რაოდენობა ბოლო 2 სეზონში.