Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ ამ გამარჯვებას სპინაცოლას ვუძღვნით“

ძირითად დროში იტალიის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა ფედერიკო კიეზამ, რომელიც მატჩის MVP-ც გახდა, ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, ესპანეთს კომპლიმენტები ეკუთვნით, რადგან მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ.

„მინდა MVP-ს ჯილდო და გამარჯვება ლეონარდო სპინაცოლას მივუძღვნა, იმედი მაქვს, რომ მისი სახელით თასსაც მოვიპოვებთ. ის დღეს ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება და ჩვენ მისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

„ახლა ჩვენ ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ფინალისთვის მოვემზადოთ, რადგან წინ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება.“