Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზა:“ ბევრი რამის სწავლა მომიწევს“

ფედერიკო კიეზამ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფიორენტინას და ფლორენციას იმ 14 წლის გამო, რომელიც იქ გავატარე და როგორც ფეხბურთელი და ადამიანი ჩამოვყალიბდი. დიდი მადლობა იუვენტუსს, რომ ჩემი ტრანსფერი მოისურვა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში თამაშის საშუალება მომცა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დელლა ვალეს, როკო კომისოს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს.

„იუვენტუსის ინტერესის შესახებ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გავიგე და იუვეს ხელმძრვანელობის მადლიერი ვარ, რომ მათ ამ მაისურის მორგების და მოედანზე იუვეს ღირსების დაცვის საშუალება მომცეს.

„წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში, ჩემთვის კი ეს სიტუაცია ახალია და ბევრი რამის სწავლა მომიწევს, თუმცა აქ ყოფნით უბენდიერესი ვარ.

„პირლოს თითოეული ფეხბურთელისგან სპეციფიური მოთხოვნები აქვს და მე მზად ვარ, რომ მისი ნებისმიერი სურვილი შევასრულო.

„რონალდუ ? სამწუხაროდ კორონა ვირუსის გამო მასთან შეხვედრა და მასთან ერთად ვარჯიში ჯერ ვერ მოვასწარი და ერთი სული მაქვს, როდის დაუბრუნდება ის გუნდს.

„დროთა განმავლობაში და ბევრი შრომის შედეგად ჩვენ დიდ შედეგებს მივაღწევთ. იმედი მაქვს, რომ იუვენტუსში ჩემს კვალს დავტოვებ, თუმცა წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს, მე კი ბევრი რამ უნდა ვისწავლო.

„ჩემპიონთა ლიგა ? ამ ტურნირზე იუვეს მაისურით თამაში უნიკალური შეგრძნება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და იმ შედეგებს დავდებთ, რასაც ჩვენგან ყველა ელოდება და რასაც ვიმსახურებთ.

„ჩვენ ერთიანი ვართ და სპეციასთან სათამაშოდ გუნდი მზად არის. ჩვენ შევეცდებით, რომ ინტენსიურად ვითამაშოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ.“