Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ გოლის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მე გამარჯვება მსურდა“

ფედერიკო კიეზამ, რომელმაც ბულგარეთის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა (იხილეთ აქ), მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს 3 ქულის მოპოვება გვსურდა, რისი გაკეთებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. დღეს გამარჯვება საშუალებას მოგვცემდა, რომ კვირას შვეიცარიაში უფრო მშვიდად გვეთამაშა.

„დღეს აძურიმ დომინანტი თამაში აჩვენა და მე გატანილი გოლის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური წარმატებაა და დღეს დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ მომდევნო მატჩში კიდევ უფრო კარგად თამაში მოგვიწევს.“