Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ბონუჩის გაძევება უსაუფძვლო იყო“

ფედერიკო კიეზას თქმით, ლეონარდო ბონუჩის პირველი ყვითელი ბარათი დაუმსახურებელი იყო, თუმცა ესპანეთმა დღეს დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

„ჩვენ წაუგებელი სერიით მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ და ადრე თუ გვიან, ეს სერია უნდა დასრულებულიყო.

„მინდა ესპანეთს მივულოცო, რადგან მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ჩვენ შეგვეძლო, რომ უფრო კლინიკურები ვყოფილიყავით, მაგრამ ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ ენთუზიაზმი, მონდომება და იტალიისთვის თავგანწირვა არასოდეს გვაკლია. ეს პირველი მარცხია, რომელიც ჩვენს მოტივაციას, რომ მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშოთ, უფრო გაზრდის.

„ესპანეთის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში 10 კაცით ძალიან ძნელია, მაგრამ იტალიამ მებრძოლი ხასიათი დღესაც გამოავლინა.

„ბონუჩის გაძევება ? სანაკრებო მატჩებში არასოდეს მინახავს, რომ გუნდის კაპიტანს საუბრის გამო ყვითელ ბარათს ასე მარტივად აძლევდნენ. ვფიქრობ, რომ ეს მსაჯის მხრიდან შეცდომა იყო.“