Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზა, იოვიჩი, მილენკოვიჩი, ბაკაიოკო… ბოლო სიახლეები მილანის სატრასნფერო საქმიანობაზე

მილანი მომავალ სეზონს ოფიციალურად 4 დღის შემდეგ იწყებს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა კიდევ თითქმის 1 თვე იქნება და მალდინი – მასარას დუეტი გუნდის გაძლიერებაზე ფირქს განაგრძობს.

ჩელსი სეზონს ხვალ, ბრაიტონთან თამაშით ხსნის, თუმცა მილანის სატრანსფერო სამიზნე, ტიემუ ბაკაიოკო გუნდის განაცხადში არ არის, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით ჩელსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს და დაკლებას არ აპირებს, რაც მილანს იძულებულს ხდის მის ალტერნატიულ ვარიანტებზე, ფლორენტინო ლუისსა და ბუბაკარ სუმარეს ტრანსფერზე გადაერთოს, რომელთა სატრანსფერო ღირებულება ბაკაიოკოსას დიდად არ ჩამორჩება, თუმცა ჩელსისგან განსხვავებით ბენფიკა და ლილი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას განიხილავენ…

მოლაპარაკებები გრძელდება ასევე ფიორენტინასთან, საიდანაც მილანს ცენტრალური მცველი, ნიკოლა მილენკოვიჩი სურს, თუმცა იები სერბი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ და როსონერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერს სთავაზობენ, რომელმაც ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ფიორენტინამ კიეზას ფასი მნიშვნელოვნად დააკლო და იტალიური მედიის მტკიცებით, იები ახალგაზრდა იტალიელს 50 მილიონი სანაცვლოდ შეელევიან, თუმცა მილანს არც ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, ამიტომ კიეზას მილანში ხილვა თითქმის წარმოუდგენელია.

როსონერი არ ივიწყებს ლუკა იოვიჩსაც, რომელმაც მადრიდის რეალის წინა-სასეზონო ამხანაგურ მატჩებში არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არ არის გამორიცხული, ბრაჰიმ დიასის შემდეგ მილანმა რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელი აიყვანოს იჯარით.

შემადგენლობის გაძლიერებასთან ერთად, გუნდი ბალასტის მოშორებასაც ცდილობს. მილანს იმედი აქვს, რომ გუნდიდან ლუკას პაკეტას, დიეგო ლაქსალტს, ლეო დუარტეს, დავიდე კალაბრიას და რადე კრუნიჩს გაუშვებს, მათ მიერ მიღებული ფინანსების კი პრობლემური ზონების გასაძლიერებლად გამოიყენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.