Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა იუვენტუსისთვის ხელშეუხებელია…

გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ფედერიკო კიეზა იტალიური ფეხბურთს ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და მის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

კიეზამ თავისი პოტენციალი ევროპის ჩემპიონატზეც გამოავლინა და ის იუვენტუსის ლიდერობას ამ სეზონშიც აგრძელებს, ამიტომ ტურინელებისთვის კიეზა ხელშეუხებელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიეზას სანაცვლოდ იუვენტუსმა რამდენიმე გრანდისგან 100-მილიონიანი წინადადება მიიღო, მაგრამ ბიანკონერიმ ყველანაირ მოლაპარაკებებზე უარი თქვა და ეს არც მომავალში შეიცვლება.

წყაროს ინფორამციით, კიეზა, დე ლიხტი, კულუშევსკი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი გუნდისთვის ხელშეუხებლები არიან და მათ გაყიდვას არ აპირებენ.