Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ იუვენტუსი რონალდუს გარეშეც ძალიან ძლიერია“

ფედერიკო კიეზამ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების შემადგენლობები და მატჩის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„დღეს ჩვენ პირდაპირ კონკურენტებს ვუპირისპირდებით და მოედანზე ყველაფერი უნდა დავდოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რადგან სეზონის მსვლელობისას ბევრი ქულა მოულოდნელად დავკარგეთ და სამწუხაროდ სკუდეტოსთვის ამ სეზონში ვეღარ ვიბრძოლებთ.

„რონალდუს არყოფნა ? კრიშტიანუ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში მის გარდა სხვა ჩემპიონებიც გვყავს და გუნდი კვლავ ძალიან ძლიერია.“