Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ მე ავირჩიე იუვე, რადგან ყველაფრის მოგება მსურს…“

იუვენტუსის ტალანტმა ფედერიკო კიეზამ ტურინში გადასვლის მიზეზზე და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

„ინგლისი – იტალია ? ეს შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. პირველივე წუთებზე გოლის გაშვებამ ცოტა შეგვაშინა, რადგან როგორც წესი ჩვენ გოლს არ ვუშვებთ და ანგარიშს თავად ვხსნით ხოლმე, მაგრამ ჩვენი მენტალობა და მოტივაცია დაგვეხმარა, რომ თამაშში დავრჩენილიყავით.

„ინგლისს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, ფინალი 50/50-ზე იყო და რომ არა დონარუმა, რომელმაც 2 11-მეტრიანი მოიგერია, ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად დასრულებულიყო.

„ჟორჟინიო ? ის დიდებული ფეხბურთელია. მაშინაც კი, როდესაც ის უბურთოდ არის, გუნდისთვის ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს.

„ვარ თუ არა საუკეთესო ევროპაში ? მე ამ სტატუსისთვის ძალიან ბევრი მუშაობა, ბევრ ასპექტში განვითარება, ბევრი რამის მოგება მმართებს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს სიტყვები სიმართლე იქნება.

„ჩემს მიმართ მოთხოვნა იზრდება, რადგან მე იუვენტუსში ვთამაშობ და მე სწორედ ეს მინდა, გავაგრძელო პროგრესირება იუვესთან ერთად და მოვიგო ყველა ტიტული. ამ მაისურით თამაშს თავისი საფასური აქვს, ეს ძალიან დიდი ზეწოლაა, მაგრამ მე და ჩემი თანაგუნდელები ამისთვის მზად ვართ.“