Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა მილანის წინააღმდეგ სასტარტოში იქნება

ფედერიკო კიეზამ და ალვარო მორატამ დანარჩენ გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშეს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ორივე მათგანი მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად არიან.

მილანი და იუვენტუსი ატალანტასთან ერთად სატურნირო ცხრილში 69 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ტურინში დაგეგმილი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფედერიკო კიეზა, რომელიც მიმდინარე სეზონში იუვეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ტრავმის გამო 3 მატჩი გაუცდა, თუმცა ის უმნიშვნელოვანეს მატჩში პირლოს განკარგულებაში იქნება.

მორატამ უდინეზეს წინააღმდეგ კი ითამაშა, თუმცა მან ეს მიკრო-ტრავმის ფონზე გააკეთა და ახლა ესპანელი სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არის.

გათიშვა