კიეზა:“ მილანში გასამარჯვებლად ჩავალთ“
ფედერიკო კიეზამ უდინეზესთან მატჩის შემდეგ, რომელიც იუვენტუსის გამარჯვებით 4 – 1 დასრულდა და თავი ახალგაზრდა იტალიელმაც გამოიჩინა, კომენტარი გააკეთა.
„მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო და ყოველდღე რაღაც ახალი ვისწავლო.
„ჩემი პოზიცია ? მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს, მე მის ნებისმიერ თხოვნას შევასრულებ. ისეთი შემტევების გვერდით თამაში, როგორებიც ჩვენ გვყავს, უდიდესი პატივია.
„მილანთან მატჩი ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენ არავის გვეშინია და ყველა მატჩში გასამარჯვებლად ვიბრძოლებთ.“