Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა მოედანს მალე დაუბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება და იტალიელი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებს მალე დაუბრუნდება.

კიეზამ კუნთის დაზიანება ნოემბრის ბოლოს მიიღო, რის გამოც მან უკვე 6 მატჩი გამოტოვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კიეზა სრული დატვირთვით ვარჯიშს დეკემბრის ბოლოს განაახლებს, 6 იანვარს კი ნაპოლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.