Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ ნაკრებში თამაში თითოეული ფეხბურთელისთვის საამაყოა“

ფედერიკო კიეზამ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაზე და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„იტალიის ნაკრებში დებიუტი არასოდეს დამავწიყდება. ეს იყო დამსახურება იმ დაუღალავი შრომისა და მსხვერპლისა, რომელსაც მე პატარაობიდან ყოველდღიურად ვიღებდი. ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაშზე დიდი პატივი არ არსებობს, ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ყველაზე დიდი სიამოვნება, რასაც შეიძლება მიაღწიო.

„2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არასოდეს დამავიწყდება, ასევე იტალიის გამარჯვება გერმანიის წინააღმდეგ 2012 წელს. ჩვენ მომდევნო ევროპის ჩემპიონატს დიდი ამბიციებით და ენთუზიაზმით ვხვდებით.

„რონალდუ ? ასეთი პროფესიონალის გვერდით მუშაობა ნამდვილი პატივი და სიამოვნებაა. ვიცი, რომ ჩემი ერთ-ერთი სუსტი მხარე კარში დარტყმაა, რომლის გამოსწორებაზეც ბევრს ვმუშაობ და ამ საკითხში მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მეხმარება. მე ვცდილობ, რომ მისი ყველა მოძრაობა შევისწავლო და გამოვიყენო.“