Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზას ტრავმა სავარაუდოდ საკმაოდ მძიმეა…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას დაზიანება საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ტურინელებს იტალიელი ვინგერის გარეშე თამაში საკმაოდ დიდი ხანი მოუწევს.

იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, კიეზას პრობლემა მუხლის მყესზე აქვს. ის სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და დაზიანების სირთულე ამის შემდეგ გვეცოდინება…