Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ უკეთეს დებიუტზე ვერც ვიოცნებებდი“

დღეს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ფედერიკო კიეზას დებიუტი შედგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად კიეზამ გააკეთა.

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და იქიდან გამომდინარე, რომ გუნდმა მოიგო, უკეთეს დებიუტს ვერც კი ვინატრებდი. ჩვენ გვსურდა, რომ პირველივე შეხვედრაში თავი კარგად წამოგვეჩინა და ამის გაკეთება მოვახერხეთ.

„კროტონესთან მატჩის შემდეგ ჩვენს მიმართ დიდი კრიტიკა წამოვიდა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან იუვენტუსისგან ყველა ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ყველას სურს, რომ ჩვენ მოედანი ყოველთვის გამარჯვებულებმა დავტოვოთ.“

პირლომ კიეზა თავისთვის უჩვეულო მარცხენა ფლანგზე გაამწესა.

„მე იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ბევრი ახალი მოთამაშით და მწვრთნელით, რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაგვჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.“

გათიშვა