Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზა ფიორენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ფედერიკო კიეზას იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას არა ტურინში, არამედ ტოსკანაში გაივლის და იუვეს ფეხბურთელი გახდება.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი ფიორენტინასთან 2022 წლის ივნისში იწურება, ფეხბურთელი ვალდებული იქნება, რომ იებთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რომ ფლორენციელებმა ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა თავიდან აირიდონ.

შეგახსენებთ, რომ იუვე და ფიორენტინა ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ბიანკონერის 22 წლის გარემარბის გაფორმება სხვადასხვა ბონუსების ჩათვლით 60-63 მილიონი ევრო დაუჯდება.