Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ ჩვენ მომდევნო ეტაპზე თამაში დავიმსახურეთ“

ფედერიკო კიეზამ, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, პორტუსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ამ მატჩიდან სახლში პოზიტიური არაფერი მიმაქვს. დიახ, კარგად ვითამაშე, თუმცა ჩემი და გუნდის მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო.

„ჩვენ ორი მატჩის ჯამში გასვლა დავიმსახურეთ. ჩვენ არ გაგვიმართლა, კუადრადოს ხარიხა და უამრავი სხვა მომენტი, რომელიც თამაშის სვლას შეცვლიდა, ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო.

„ახლა ჩვენ სერია ა-სა და იტალიის თასზე უნდა ვიფიქროთ. წელს ძალიან რთული ჩემპიონატია, რომელშიც უამრავი ძლიერი გუნდია და ისინიც კი, რომლებიც ჩვენს უკან არიან, შესანიშნავად თამაშობენ.

„მე და გუნდის სხვა წევრები სკუდეტოს მოპოვების იმედს არ ვკარგავთ, იუვენტუსი არასოდეს ნებდება.“