Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიეზა:“ ჩვენ რთულ მომენტში ერთად ვიდექით და სასურველი შედეგი მივიღეთ“

ფედერიკო კიეზამ, რომელიც მილანთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

კიეზამ 63-ე წუთზე მეორე გოლის გატანის შემდეგ ტრავმის გამო პირლოს შეცვლა მოსთხოვა.

„მე კარგად ვარ, უბრალოდ ბარძაყის პრობლემაა და კუნთის ტრავმა არ მაქვს. მე სირბილი არ შემეძლო, ეს მწვრთნელს ვუთხარი და მან გადაწყვეტილება მიიღო.

„გოლები ? გატანილ გოლებზე მეტად ჩემი სტაბილურად კარგი თამაში მახარებს. იმის მიუხედავად, გაიტან გოლს თუ არა, მოედანზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.

„გოლებიც სწორედ ამის დამსახურებაა. მწვრთნელს სურს, რომ თავისუფალი სივრცეების დანახვა და მათი გამოყენება ვისწავლო, რადგან ფეხბურთელები, როგორიც დიბალა და რონალდუ არიან ხედავენ იმას, რისი დანახვაც ბევრს არ შეუძლია.

„პასუხისმგებლობა იუვენტუსში ? აქ შენგან ყოველთვის უფრო მეტს ელოდებიან, პასუხისმგებლობა სულ სხვა დონეზეა. მე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, რომ გუნდს დაცვაშიც კი დავეხმარო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პირველ ტაიმში მილანი კარგად გვიტევდა, თუმცა ჩვენ ერთ გუნდად დავდექით და კოლექტიურ შედეგს მივაღწიეთ.“