Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა J Medical-ს ესტუმრა…

იუვენტუსის ვინგერი ფედერიკო კიეზა ცოტა ხნის წინ J Medical-ს ესტუმრა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.

კიეზამ ტრავმა გუშინ, რომასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ მას მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება აქვს და არ არის გამორიცხული, რომ მან მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს…