Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“გამიმართლა,რომ რონალდუსთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა“

ბიანკონერის კაპიტნის თქმით,კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაში დიდი პატივი და ნამვდილი სიამოვნებაა.რონალდუ იუვენტუსში 2018 წელს გადავიდა და თავისი უმაღლესი დონის ჩვენებას კალჩოშიც განაგრძობს.

„სამწუხაროდ,წარსულში მან ჩვენ ბევრი გაგვიტანა.გაგვიმართლა,რომ ახლა ის ჩვენი თანაგუნდელია.

„რონალდუ სულ სხვა დონეზეა,ყველა ხედავს ამას და ამის აღიარება სირცხვილი არ არის,მან იუვენტუსს ძალიან ბევრი მისცა.

„როდესაც ასეთი ჩემპიონი გყავს,მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

კიელინიმ რამდენიმე სიტყვა ბუფონზეც თქვა,რომელიც 42 წლის ასაკში თამაშის გაგრძელებას გეგმავს.

„ის ჩემთვის უფროსი ძმასავითაა.ბოლო 15 წლის განმავლობაში,ბუფონზე ხშირად ჩემს ოჯახის წევრებს არ ვნახულობდი.

„ჯიჯი ნამდვილი ლიდერია,მას ყოველთვის შეუძლია საჭირო სიტყვების პოვნა,რომელიც სეზონის ბედს შეცვლის.ის არაჩვეულებრივი პერსონაა,რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა.

Leave a Reply

Your email address will not be published.