კიელინი:“გუარდიოლა,კონტე და ალეგრი გამორჩეული სპეციალისტები არიან“

იუვენტუსის კაპიტანმა თავის ყოფილ მწვრთნელებზე,გუარდიოლაზე და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან პაექრობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„მანჩესტერ სიტიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და კარგად გამოჩნდა,თუ რამდენად დიდი სპეციალისტია გუარდიოლა.დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ იშვიათია.სამწუხაროდ,მისი გაცნობის სიამოვნება არ მქონია.“

კიელინიმ კარიერის მანძილზე გამორჩეულ ტაქტიკოსებთან იმუშავა,მათ შორის მაურიციო სარისთან,ანტონიო კონტესთან და მაქს ალეგრისტთან.

„სანამ იუვეში კონტე მოვიდოდა,მცველი უბრალოდ მცველი იყო.მას უბრალო რამეებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი და კრეატიულობა არ მოეთხოვებოდა.ანტონიოს მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.მან დაგვარწმუნა,რომ მცველსაც შეეძლო მომენტების შექმნა.კონტე ჩვენგან ბევრს ითხოვდა,თუმცა უკანაც იმდენივეს აბრუნებდა.

„ალეგრი და კონტე ტაქტიკის ნამდვილი სპეციალისტები იყვნენ და ჩემს განვითარებაში ორივეს უდიდესი წვლილი მიუძღვით.მარჩელო ლიპის სიტუაციის წაკითხვა იდეალურად შეეძლო და ის გენიალური იყო,თუმცა მასთან მუშაობის დროს მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კარგად არ მესმოდა.“

ჯორჯომ რამდნეიმე სიტყვა იბრაჰიმოვიჩზეც თქვა.

„ზლატანი იმ ტიპის ოპონენტებს მიეკუთვნება,ვინც მოწინააღმდეგეს აიძულებს,უმაღლეს დონეზე ითამაშოს.მის წინააღმდეგ ყველა თამაშში მაქსიმუმის გაკეთება მიწევდა.ის არაჩვეულებრივი ადამიანი და უდიდესი ფეხბურთელია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.