Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“იუვენტუსიდან წასვლასთან ახლოს ვიყავი“

იუვენტუსის კაპიტნის თქმით,ის ტურინული კარიერის დასაწყისში მადრიდის რეალსა და მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ახლოს იყო.

კიელინი იუვენტუსის ბოლო წლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.ფეხბურთელმა აღიარა,რომ 2012 წელს იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს იყო.

„იუვენტუსიდან წასვლასთან ორჯერ ვიყავი ახლოს,2010 და 2011 წლებში.ამაზე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე,როგორ წავიდოდა ჩემი კარიერა,ტურინი რომ დამეტოვებინა.

„2010 წელში მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი,თუმცა გუნდში მაურინიო მივიდა და ჩემს მაგივრად რეალში რიკარდო კარვალიო აღმოჩნდა.

„იუვენტუსში ჩემი დარჩენით ბედნიერები იყვნენ.მაშინ მაროტა გუნდში ახალი მოსული იყო.2011 წელს მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებს მილანში შევხვდი,თუმცა არაფერი გამოვიდა და ტურინში დავრჩი.“