Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“იუვენტუსი შენი ნაწილი ხდება“

ბიანკონერის კაპიტანის თქმით,ინტერის სკუდეტოსთვის ბრძოლიდან ჩამოწერა ჯერ ადრეა და ამბობს,რომ ‘ტურინი შენი ნაწილი ხდება“

35 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის მაისურით 15 სეზონია თამაშობს და მისი თქმით,ამ დროის მანძილზე სამოთხე და ჯოჯოხეთი ნახა.

„იუვენუტსში გატარებული წლების შემდეგ,ის შენი ნაწილი ხდება და მე ბედნიერი ვარ,რომ ეს შეგრძნება უკვე მაქვს,თუმცა ეს მარტივი ნამვილად არ არის.

„ტურინში თამაშისას შენზე ზეწოლა ერთი წამითაც არ იკლებს.ამ 15 წლის განმავლობაში,მე ვიყავი სამოთხეში,ჯოჯოხეთში და კიდევ ერთხელ სამოთხეში.

იუვენტუსი 12 ივნისს კოპა იტალიას ნახევაფრინალურ მატჩს გამართავს,ხოლო ფინალი 17 ივნისს გაიმართება.

„ჯობია ფინალში წააგო,ვიდრე ადრეულ სტადიაზე გამოვარდე.მე ჯგუფშიც ჩავრჩენილვარ,პლეი-ოფის პირველი სტადიიდანაც გამოვვარდნილვარ და მერწმუნეთ,ეს კარგი შეგრძნება ნამდვილად არ არის.

მცველმა სკუდეტოსთვის ბრძოლიდან ინტერის ჩამოწერა იუარა და ლაციო გააფრთხილა,რომ მათი ლამაზი თავგადასავალი სულ მალე დასრულდება.

„რატომღაც ინტერი უკვე ყველამ ჩამოწერა,თუმცა მე ვიცნობ მწვრთნელს და ფეხბურთელებს და გარწმუნებთ,რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.ახლა ახალი,მინი-ჩემპიონატი იწყება და 9 ქულა არაფერს ნიშნავს.

„მათ თუ სამპდორია დაამარცხეს,სხვაობა 6 ქულა გახდება.ლაციოს შესანიშნავი სეზონი აქვთ,მაგრამ იმედია ამით სიამოვნება უკვე მიიღეს,ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება!

კიელინიმ იუვეს შემადგენლობაში 509 შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური მცველია,თუმცა ის კარიერას მარცხენა ფლანგის უკანახაზელად იწყებდა.

„კარიერა მარცხნიდან დავიწყე,თუმცა დაცვის ასპექტში მიჭირდა.შეტევაში ბევრ ენერგიას ვხარჯავდი და უკან ჩამოსვლას ვეღარ ვასწრებდი.

„როდესაც მათ ცენტრში დამაყენეს,მაშინვე მივხვდი,რომ ეს ჩემი სახლი იყო.ეს პოზიცია ჩემთვის იყო შექმნილი.გუნდში ახალგაზრდა მცველებს რომ ვუყურებ,მეამაყება.ისინი ჩემზე გაცილებით უკეთესები არიან.“

Leave a Reply

Your email address will not be published.