Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“მინიმუმ კიდევ ერთი წლით ვითამაშებ“

კიელინის თქმით,ის მომავალ წელს ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს და მან საკმარისი მოტივაცია იპოვა,რომ მუხლის ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს.

იტალიელი მცველს 36 წელი აგვისტოში უსრულდება და აქილევსის ტრავმა სულ ახლახანს მოირჩინა.

„ეს ტრავმა რომ 10 წლის წინ დამმართნოდა,ასე მშვიდად ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებდი.

„როდესაც 35 წლის ხარ,ყველა იმ გამოცდილებით,რაც ამდენი წლის განმავლობაში დამიგროვდა,ხვდები რომ ეს თამაშის ნაწილია და მთელი ენერგია ძალების აღდგენისკენ უდნა მიმართო.ასაკში უფრო გონივრულად უდგები ყველაფერს,ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი,მთელს ენერგიას სიბრაზეში დავხარჯავდი.მე შესანიშნავი ცხოვრება მაქვს და ამის გახსენება ყველა სირთულის გადალახვაში მეხმარება.

„ფეხბურთში ორნაირი სირთულე არსებობს:შეინარჩუნო შენი საუკეთესო ფორმა და მაქსიმალურად გაავარჯიშო შენი მენტალური მდგომარეობა,რადგან ყველა სპორტსმენის კარიერაში იქნება წარუმატებელი პერიოდი,რაც უნდა გადალახო და ძველ სიმაღლეებზე დაბრუნდე.

„კიდევ ერთი წლით თამაშს ვაპირებ,მერე ვნახოთ მექნება თუ არა უმაღლეს დონეზე თამაშის ძალა.კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დავრჩები,ოღონდ დირექტორატში და არა სამწვრთნელო შემადგენლობაში.
„იმედი მაქვს,2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს მოვახერხებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.