Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინიმ დელ პიეროზე საინტერესო ისტორია გაიხსენა…

ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

„ერთ დღეს ჩვენ მილანს ფრე, 0 – 0 ვეთამაშეთ და გასახდელში ყველანი ბედნიერები დავბრუნდით. ის მილანი ძალიან ძლიერი იყო, ჩვენ კი ახალი გუნდი ვიყავით. გასახდელში დელ პიერო გაცოფებული იყო და ყველაფერს ლეწავდა.

„ჩვენ მას ვუყურებდით და არ ვიცოდით, თუ რა ხდებოდა, შემდეგ კი ბუფონმა გვითხრა, რომ თავი დაგვენებებინა.

„როდესაც შხაპი მივიღეთ, დელ პიერომ დაგვიძახა და ასეთი რამ გვითხრა:“ მთელი ეს ბედნიერება, რომელიც თქვეს სახეზეა, ძალიან მაბრაზებს. ჩვენ ფრით ბედნიერები ვერ ვიქნებით, ჩვენ მენტალურად უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ფრე იუვენტუსისთვის წაგების ტოლფასია და ეს კარგად უნდა გააცნობიეროთ.

„ეს იყო ის დღე, როდესაც მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო იუვენტუსის ფეხბურთელი…“