Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინიმ ვარჯიში განაახლა

ჯორჯო კიელინიმ, რომელმაც ტრავმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დინამო კიევის წინააღმდეგ მიიღო და პირლოს მისი შეცვლა მე-19 წუთზე მოუხდა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ფერენცვაროშის წინააღმდეგ განაცხადში იქნება.

ბებერი ქალბატონი ფერენცვაროშს ხვალ, პუშკაშ არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 00:00 საათზე დაიწყება.