Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინიმ შესაძლოა კარიერა მომდევნო სეზონის ბოლოს დაასრულოს

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპირანმა თავის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ კარიერა მომავალი სეზონის ბოლოს დაასრულოს.

„დავასრულებ თუ არა კარიერას სეზონის ბოლოს? არ ვიცი, ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის.

„თუ მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებში გამომიძახა, მეცოდინება, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. როდესაც შევატყობ, რომ ჩემი თამაში რეგრესისკენ მიდის, ამ რთულ გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.

„გასულ წელს სამწუხაროდ ტრავმების გამო ძალიან ცოტა სათამაშო დრო მომეცა და იმეიდ მაქვს, რომ წელს ფეხბურთის თამაშით უფრო მეტ სისამოვნებას მივიღებ. ჩემს ასაკში წინასწარ ვერაფერს ვერ დაგეგმავ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.