Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინიმ შესაძლოა კარიერა დროზე ადრე დაასრულოს…

ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის სტარტზე 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, თუმცა იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპიტანმა შესაძლოა კარიერა უფრო ადრე დაასრულოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული იტალიელი უკანახაზელის მომავალი შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე აძურის ვერგასვლის შემთხვევაში შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, თუ იტალია მარტში პლეი-ოფის გავლას ვერ მოახერხებს, რომელშიც აძურის ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის, შემდეგ კი თურქეთი-პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულის დამარცხება მოუწევს, ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულოს…