Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის აგენტი:“ თუ ჯორჯო იუვეში არ დარჩება, ის იტალიიდან წავა“

ჯორჯო კიელინის აგენტმა დავიდე ლიპიმ ლეგენდარული იტალიელი უკანახაზელის ჯორჯო კიელინის მომავალზე კიდევ ერთ კომენტარი გააკეთა.

ჯორჯოს იუვესეთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ მიმდინრეობს.

„თუ ის ტურინში არ დარჩება, მაშინ ჯორჯო კარიერას იტალიის საზღვრებს გარეთ გააგრძელებს, ის არც ერთი იტალიური გუნდისგან წინადადებას არ მიიღებს იმის მიუხედავად, რომ ინტერესი ნამდვილად არსებობს.“