Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის აგენტი:“ იუვენტუსისგან ზარს ველოდებით…“

ჯორჯო კიელინის აგენტის თქმით, მას იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ არ ჰქონია.

ჯორჯოს ბიანკონერისთან კონტრაქტი 30 ივნისს გაუვიდა და ახლა ის თავისუფალი აგენტია.

„კონტრაქტის გაფორმებას ორი მხარე სჭირდება. ჯორჯო ევროპის ჩემპიონატის დროს ფოკუსირებული მხოლოდ ნაკრებზე იყო, ამიტომ მის კონტრაქტზე არ გვისაუბრია. იუვენტუსთან არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევხვდებოდით, თმცა ჯერჯერობით მათგან ზარი არ მიგვიღია.

„კარიერის დასრულება ? ამ მომენტისთვის ამ საკითხზე საუბარიც ზედმეტია. მან შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ჯორჯოს უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია.

„ის წლების განმავლობაში იუვენტუსის სიმბოლო იყო და ჩვენ ბიანკონერის ველოდებით.“