Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის აგენტი:“ ჯორჯო საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპიტანის ჯორჯო კიელინის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

ჯორჯოს იუვესთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა მაქს ალეგრის მისი შენარჩუნება სურს და ბიანკონერი მას 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

„იტალიის გამარჯვება ჯორჯოს კარიერის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ის დიდებული ადამიანი, პროფესიონალი და პერსონაა.

„მისი მოამვალი ? ჯორჯომ უკვე დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. იქნება ეს იტალია თუ სხვა ქვეყანა, ჩვენ ძალიან მალე დავსხლდებით და ჯორჯო საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზეც შეძლებს თამაშს.“