Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის აქილევსის მყესის პრობლემა აქვს…

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპიტანს ჯორჯო კიელინის, რომელიც ტრავმის გამო აძურის გამოაკლდა და ტურინში დაბრუნდა, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

ვეტერან ფეხბურთელს აქილევსის მყესის ანთება დაუდგინდა, რაც საგანგაშო არ არის, მაგრამ ის დასვენებას საჭიროებს და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი გაუცდება ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს.

იუვენტუსის სხვა ტრავმირებულებს რაც შეეხება, მოიზე კინმა იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ნაკრებებში არ თამაშობენ, სრული დატვირთვით ივარჯიშა და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის, დე შილიო კი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს.