Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო…

ჯორჯო კიელინის იუვენტუსთან 30 ივნისს კონტრაქტი გაუვიდა, მაგრამ მისი ტურინში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ბიანკონერი მას ერთი სეზონით კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

თუმცა La Repubblica-ს ინფორმაციით, სეზონის მსვლელობისას ჯორჯო კიელინის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და ის კარიერის MLS-ში გაგრძელებას გეგმავდა, მაგრამ მაქს ალეგრის ტურინში დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა.